ჯორჯ ლუკასის მიერ შექმნილი სამყარო, რომელიც მაყურებლისათვის „Star Wars“-ის სახელით არის ცნობილი, მუდმივად გვანცვიფრებს მისი ეპიკური ისტორიებით. „Skywalker“-ის საგის განმავლობაში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მომსწრენი გავხდით, ისტორიის, რომელიც პატარა ენეკინით იწყება და ზრდასრულ რეისთან ერთად სრულდება. ამ წარმოუდგენლად ლამაზი თავგადასავლის განმავლობაში ჯოჯრ ლუკასმა და მისმა გუნდმა მაყურებელს განუმეორებელი შთაბეჭდილებები დაუტოვა. ერთ შორეულ გალაქტიკაში ხსენებული მოვლენების პარალელურად სხვა საინტერესო ისტორიათა მომსწრენიც გავხდით.
ვარსკვლვავური ომები: მანდალორელი დისნეის უკანასკნელი მეგა ჰიტია, რომლის პრემიერაც 2019-ში, „Disney+“-ის სამაუწყებლო პლათფორმაზე შედგა. სერიალი, ჯერ-ჯერობით ორი სეზონისა და თვრამეტი 45-50 წუთიანი ეპიზოდისაგან შედგება და მიმდინარე ეტაპზე III სეზონის მოლოდინშია. მანდალორელის ისტორიასთან ერთად ლუკას ფილმი და დისნეი კიდევ ერთი პარალელური პროექტით, The Book Of Boba Fett-ით იყო დაკავებული, რომლის თრეილერის პრემიერა სულ რამოდენიმე საათის წინ შედგა:

შეგახსენებთ, რომ ბობა მანდალორელის მეორე სეზონის End Scene-ში გამოჩნდა, სადაც ნათლად დავინახეთ, რომ ლეგენდარული თავებზე მონადირე დაქირავებულ ჯარისკაც ფენეკ შანდთან ერთად გალაქტიკის იატაკქვეშეთში მოგზაურობის შემდგომ ბრუნდება ქვიშიან ტატუინზე რათა დაისაკუთროს გარდაცვლილი ჯაბა ჰატის ყოფილი სამფლობელოები. თრეილერში გაჟღერებული მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჯაბა ტატუინს „საყოველთაოდ დამყარებული შიშით“ მართავდა, ხოლო მას ანალოგიურის გაკეთება პატივისცემის საფუძველზე სურს ტატუინის კრიმინალური სინდიკატის მაღალჩინოსნებს ბობასთან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე არჩევნისა და აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა აზლევს, რაც თავისთავად ჯაბა ჰატის მართველობის პერიოდში გამორიცხული ფუფუნება იყო. ყოფილი კაპიტნებიდან რომლი შეუერთდება ბობასა და ფენეკს ამას მხოლოდ სერიალის დაწყების შემდგომ გავიგებთ.
აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც მანდალორელს, „წიგნი ბობა ფეტის შესახებ“-ს ჯონ ფავრო, დეივ ფიოლინი, როვერტ როდრიგესი და ბრიუს დალას ჰოვარდი გადაიღებენ. აღმასრულებელი პროდიუსერი და რეჟისორი ჯონ ფავრო იქნება, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯაბას გარდაცვალების შემდგომ ტატუინზე მართველობის კუთხით უზარმაზარი ვაკუუმი გაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ბობა საკმაოდ გამოცდილი თავებზე მონადირე და ლიდერია, მას კრიმინალური სინდიკატის მართვაში გამოცდილება აკლია. სავარაუდოდ, ახალი თანამდებობის „მორგება“ ჩვენი პროტაგონისტისათვის ძირითადი გამოწვევა აღმოჩნდება.
ფანებისა და მაყურებელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ „The Mandalorian“-ის მესამე სეზონი არ გამოდის, იმ მიზეზით, რომ იგი The Book of Boba Fett-მა ჩაანაცვლა, თუმცა ხსენებული თეაორია მცდარია, რადგან ახალი შოუ მანდალორელის მესამე სეზონისაგან სრულიად დამოუკიდებელი პროექტია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერიალს გადაკვეთის წერტილები აუცილებლად ექნებათ. ფავრომ ისიც დაამატა, რომ ამ ორი სერიალის გარდა, დამატებით 10 პროექტია დაგეგმილი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით გადაეჯაჭვება ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ სერიალში მონაწილეობას იღებენ Temuera Morrison, როგორც Boba Fett და Ming-Na Wen, როგორც Fennec Shand.
ახალი პროექტების პრემიერების კუთხით მიმდინარე წლის დეკემბრის თვე საახალწლო სუფრის მსგავსად ზედმეტად მსუყე იქნება, ხოლო „The Book of Boba Fett“-ის „Disney+“-ზე 29 დეკემბერს პრემიერა მას კიდევ უფორ მეტად დატვირთულსა და „სართულ-სართულს“ გახდის.