95 წლის ასაკში ჰალკის, ადამიანი-ობობას, თორისა და სხვა საკულტო Marvel-ის გმირების შემქმნელი სტენ ლი გარდაიცვალა. კინოს ვარსკვლავები კომიქსების ავტორს სოციალური ქსელების საშუალებით გამოემშვიდობნენ:
სამყაროს სხვა სტენ ლი აღარ ეყოლება. ათეული წლების განმავლობაში ის ახალგაზრდებს თავგადასავლებს, კომფორტს, თავდაჯერებულობასა და ძალას ჩუქნიდა. ის სიკეთისა და სიყვარულის განსახიერება იყო, მან მრავალი ადამიანის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. – კრის ევანსი
ჯანდაბა… მადლობა ყველაფრისთვის სტენ – რაიან რეინოლდსი
მე შენთან ვალში ვარ. მშვიდობით სტენ – რობერტ დაუნი ჯუნიორი
ჩვენ გენიოსის გარეშე დავრჩით, სტენ ლიმ სუპერგმირების სამყაროში გზა გაგვიხსნა. ვამაყობ იმით რომ მისი მემკვიდრეობის მცირე ნაწილი ვარ და შანსი მომეცა მის მიერ შექმნილი პერსონაჟი განმესახიერებინა. – ჰიუ ჯეკმანი
მადლობას გიხდით სტენ ლი, ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის, თქვენი შემოქმედებისა და ფანტაზიისთვის. თქვენ იყავით და იქნებით სუპერგმირი. – ჯემი ლი კერტისი
მე, ისევე როგორც მილიონობით ადამიანი, მასთან ვალში ვარ. Marvel-ის მამამ მრავალი გააბედნიერა. არაჩვეულებრივი ცხოვრება და არაჩვეულებრივი მიღწევები. მშვიდობით, სტენ – ტომ ჰოლანდი
მისი წვლილი პოპ-კულტურაში რევოლუციურია და მისი გადაფასება შეუძლებელია. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმოგიდგენიათ და იმაზე მეტი. მე ის მიყვარდა და ყოველთვის დამაკლდება. – მარკ ჰემილი
მან საოცარი პერსონაჟები შექმნა, დაწყებული ადამიანი-ობობით და დამთავრებული შავი პანტერით. იგი მილიონობით ადამიანის შთაგონების წყარო იყო. ლეგენდარული სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისი ისტორიები მარადიულია. განისვენეთ ვარსკვლავებთან ერთად, სერ. – ჯორჯ ტაკეი
დაგვაკლდები სტენ, მშვიდობით – მილი ბობი ბრაუნი
საოცარი ადამიანი. საოცარი ცხოვრებით. როდესაც ჰოლივუდში ახალბედა ვიყავი ის გაშლილი ხელებით შემხვდა და რჩევა მომცა, რომელიც სამუდამოდ ჩემთან დარჩება. ნამდვილი იკონა, რომელმაც მთელ თაობაზე იმოქმედა. მშვიდობით მეგობარო – დუეინ ჯონსონი
მან რეალობიდან გაქცევისა და სხვა სამყაროებში გადასვლის საშუალება მოგვცა. დაგვარწმუნა, რომ სიკეთი და გმირობა არსებობს – სემუელ ელ ჯექსონი