Warner Bros.-მა სერიალ სოპრანოს კლანის პრიქველ ფილმს სახელი შეუცვალა. თავიდან მას “The Many Saints of Newark” ერქვა, თუმცა ახლო მხოლოდ “Newark” დატოვეს. ფილმი კინოეკრანებზე 2020 წლის 25 სექტემბერს გამოვა. ეს იმას ნიშნავს რომ ფილმი მომავალი დაჯილდოებების სეზონზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანდიდატი იქნება, როგორც საფესტივალო ნაწილში, ისე დაჯილდოებებისთვის.
სერიალმა 21 ემი და 5 ოქროს გლობუსი მიიღო, ასე რომ, შეუძლებელია არ ვიფიქროთ კინოსტუდიის დიდ გეგმებზე ამ ფილმის მიმართ.
indiewire.com