ჯეისონ რაიტმანის “მოჩვენებებზე მონადირეების” მესამე ნაწილში სიგურნი უივერიც ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა 80-იან წლებში ამ ფრენჩაიზის ორ ფილმში ითამაშა – მოჩვენებებზე მონადირეები (1984 წ.) და მოჩვენებებზე მონადირეები 2 (1989 წ.). მსახიობი გამოჩნდა 2016 წლის რიბუთშიც, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს მელისა მაკარტი ასრულებდა.
მესამე ნაწილი, რომელიც ეკრანებზე 2020 წელს გამოვა პირველი ორის გაგრძელება იქნება და უივერთან ერთად სხვა ძველი მსახიობებიც დაბრუნდებიან, მათ შორის ბილ მიურეიც.
movieweb.com