La La Land-ის რეჟისორი, დემიენ შაზელი ჰოლივუდზე ახალი ფილმის გადაღებას გეგმავს.
პროექტს Babylon ჰქვია, თუმცა, ამ ეპტაზე უცნობია რომელი კინოსტუდია შეიძენს მას. წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკებები Lionsgate-თან მიმდიანრეობს, სწორედ ამ კინოსტუდიამ გადაიღო ოსკარის 14 გზის ნომინანტი ლა ლა ლენდი.
ფილმი ოქროს ხანის ჰოლივუდზე იქნება, მთავარ როლზე კი ემა სტოუნი მოიაზრება. რომელმაც შაზელის ლა ლა ლენდში შესრულებული როლისთვის ოსკარი დაიმსახურა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ბაბილონიც მიუზიკლი იყოს, თუმცა არც შაზელს და არც მის წარმომადგენლებს ამ თემაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.