დეკემბრის დასაწყისში ნეტფლიქსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის შავი სარკის ახალი, რიგით მეხუთე სეზონი 28 დეკემბერს გამოვიდოდა. პირველი ეპიზოდის სახელი “Bandersnatch” იქნება. Bandersnatch ლუის კეროლის ერთ-ერთი პოემის ბოროტმოქმედი პერსონაჟია.
როგორც აღმოჩნდა “Bandersnatch” სეზონის პირველი სერია კი არაა, არამედ სრულმეტრაჟიანი ფილმი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება გამომწერებისთვის მთელი სეზონის ყურება ხელმისაწვდომი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად იქნება ფილმი და მეხუთე სეზონი ერთმანეთთან დაკავშირებული. ფილმის ქრონომეტრაჟი 90 წუთს შეადგენს.