ვინ დიზელმა მორიგი ახალი ამბავი გვაცნობა ინსტაგრამის საშუალებით: მეცხრე ფორსაჟში შარლიზ თერონი და ჰელენ მირენიც დაბრუნდებიან.
ორივე მსახიობი პირველად 2017 წელს ფორსაჟი 8-ში გამოჩნდა. თერონი კიბერტერორისტ კიპერს თამაშობდა, ხოლო მირენი მაგდალინ შოუს, სტეტჰემის დედას. სავარაუდოდ, ისინი კვლავ ამ გმირებს დაუბრუნდებიან.
ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯეისონ სტეტჰემი, იდრის ელბა, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი და ჯონ სინა. მეცხრე ნაწილის პრემიერა 2020 წლის 21 მაისს არის დაგეგმილი.
deadline.com