კომპიუტერული თამაშების მოყვარულები “Mortal Kombat”-ის რიგით მე-11 თამაშს სულმოუთმენლად ელოდებიან. სტუდია “NetherRealm” სასიკვდილო ბრძოლის ფანებს თრეილერებითა და ვიდეოებით ანებივრებს. ერთ-ერთი პრომო, სერიის უდიდეს ბოროტმოქმედს, შანგ ცუნგს ეძღვნება. აღმოჩნდა რომ პერსონაჟს კერი-ჰირაიუკი ტაგავა განასახიერებს, რომელმაც 1995 წელს იგივე გმირის როლი მხატვრულ ფილმში შეასრულა