მართალია, სამეფო კარის თამაშები დასრულდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სერიალზე საუბარი უნდა შევწყვიტოთ. მით უმეტეს, როცა მიზეზებს თავად მსახიობები გვაძლევენ.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა ნიკოლაი კოსტერ ვალდაუმ ინსტაგრამზე GOT-ის ერთ-ერთი რეკვიზიტი — მისი ხელოვნური ოქროს ხელი გამოქვეყნა, რომელსაც აღმოჩნდა, რომ აწ გარდაცვლილი დედოფალი, სერსეი ლანისტერი სულ სხვა დანიშნულებისთვის იყენებდა და მასში ჩირს ინახავდა.