უკვე 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სერიალი “ოფისი” მეცხრე სეზონით დაგვემშვიდობა. მაყურებლის გარდა, ალბათ შემოქმედებით ჯგუფსაც მოენატრა დანდერ მიფლინის, ქაღალდის მწარმოებელი კომპანიის ძალიან სასაცილო, კომპლექსიანი, საყვარელი თანამშრომლები და გადაწყვიტეს, რომ 2018 წელს მაყურებელს დაუბრუნდნენ.
კონკრეტულად, რა სცენარით და შინაარსით დაბრუნდებიან ოფისის თანამშრომლები უცნობია, თუმცა ერთი რამ ვიცით, რომ სტივ კარელი სერიალში აღარ ითამაშებს, შესაძლოა არც დანარჩენმა სერიალის ვეტერანის თანამშრომლებმა გაგვიხალისონ ჩვენი კუთვნილი 20 წუთი.
არც კონკრეტული რიცხვია ცნობილი, თუმცა ისღა დაგვრჩენია სერიალის ოფიციალურ განცხადებას დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება