HBO-მ შერლოკისა და დოქტორი ვინ-ის შემქმნელს, სტივენ მოფატს ახალ სერიალზე მუშაობა დაუკვეთა. მუფატი ოდრი ნიფენეგერის რომანს, “The Time Traveler’s Wife” სერიალად აქცევს.
წიგნის მიხედვით 2009 წელს ფილმიც გადაიღეს. დროში მოგზაურის ცოლი-ში მთავარ როლებს რეიჩელ მაკადამსი და ერიკ ბანა ასრულებდნენ.
მოფატი სიუ ვერტუესთან და ბრაიან მინჩინთან ერთად ასევე სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.