რიჩარდ გირი BBC-ის სერიალში “MotherFatherSon“, მთავარ როლს შეასრულებს. მისი პარტნიორები ჰელენ მაკრორი და ბილი ჰოული იქნებიან, ხოლო რვა ეპიზოდიანი სერიალის სცენარისტი – ტომ რობ სმიტი.
გირი ამერიკელი ბიზნესმენის, მაქსის როლს შეასრულებს. მაკრორი, კატრინს, მის მეუღლეს.
გირმა ტელევიზიაში უკანასკნელად 30 წლის წინ იმუშავა. გადაღებები ამ ზაფხულს, ლონდონში დაიწყება.