20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯიმ კერიმ უკანასკნელ სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა.
ბოლო დროს კი, ჰოლივუდის ბევრი ტიტულოვანი ვარსკვლავი ჩაერთო ტელეპროექტებში და, როგორც ჩანს, ამ ტრენდს არც ყველასათვის საყვარელი კომიკოსი ჩამორჩა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Showtime-მა კომედიური სერიალი “Kidding” შეუკვეთა, სადაც მთავარ როლს სწორედ ნიღაბის ვარსკვლავი შეასრულებს.
გადაღებების დაწყებისა და პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით, რომ სიუჟეტი საბავშვო გადაცემების წარმატებულ წამყვან ჯეფ პიქელსზე მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად უარესობისაკენ შეიცვლება.
გული გვიგრძნობს, რომ წინ უნიჭიერესი მსახიობის მიერ შექმნილი კიდევ ერთი გამორჩეული პერსონაჟის გაცნობა გველის.