დღეს ცნობილი გახდა, რომ “საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში წარდგენილ რვა ფილმს რვა სხვადასხვა ადამიანი წარადგენს და მოყვებიან თუ რა გავლენა მოახდინეს ამ ფილმებმა მათ ცხოვრებაზე.
ცნობილი გახდა, რომ ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ვარსკვლავის დაბადებას წარადგენს. ასევე დანარჩენ შვიდს სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები წარადგენენ და ისინი კინოსთან დაკავშირებულები არ იქნებიან.
პროდიუსერების თქმით, ამგვარი ნაბიჯი მაყურებელთა მოზიდვაში დაეხმარებათ.
ew.com