გასულ კვირას უმსხვილესი კინოსტუდია “Warner Brothers”-ის აღმასრულებელი დირექტორი კევინ ცუძიჰირა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. უნდა აღინიშნოს რომ 54 წლის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება თავად მიიღო, სტუდიის მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
გაირკვა რომ წლების წინ ცუძიჰირამ ბრიტანელი მსახიობი შარლოტ კირკი კინოში როლების სანაცვლოდ სექსუალურ კავშირზე დაითანხმა.
გამოძიება “Hollywood Reporter”-ის სტატიას მოჰყვა, რომელშიც დასავლური კინობიზნესის წარმომადგენლების პირადი მიმოწერები იყო აღწერილი.