თრეილერი: ეს ჰორორი გვარწმუნებს, რომ საშიში ისტორიები რეალურია, თანაც ძალიან

2019 წლის 9 აგვისტოს ეკრანებზე ახალი საშინელებათა ფილმი Scary Stories to Tell in the Dark გამოვა. ახალი ფილმის პროდიუსერი ოსკარის მფლობელი რეჟისორი გილერმო დელ ტოროა, რეჟისორის სკამი კი ანდრე ოვერდალმა მოირგო.

რამდენიმე საათის წინ ფილმის ტრეილერიც გავრცელდა, დელ ტოროსა და ოვერდალის დუეტი კი გვარწმუნებს, რომ საშიში ისტორიები რეალურია, თანაც ძალიან.

ფილმის სიუჟეტი 1968 წელს ვითარდება და იმ თინეიჯერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საზარელი მკვლელობებისა, თუ მეგობრების გაუჩინარების ფონზე ცდილობენ იდუმალებით მოცულ არსებებს, სულებსა და მოჩვენებებს გაექცნენ.

რამდენად გამოუვათ ეს, ამას უკვე ფილმიდან გავიგებთ.

Next Post

ქვიზები

გასართობი

ახლა კითხულობენ