ადამიანის წარმოსახვას საზღვარი არ აქვს. რა არ გვქონია ჩვენს პორტალზე: გათანამედროვებული პრინცესები, რეალობაში გაცოცხლებული ანიმაციური პერსონაჟები და კიდევ სხვა მრავალი, მაგრამ ასეთი…
ოდესმე თუ გაგიშუქებიათ სხულის რომელიმე ნაწილი რენტგენტზე. რა გამოცდილება მიიღეთ და რა დაგამახსოვრდათ? სახლში წამოსულებს, გამჭვირვალე შავი პოლიეთინელის დიდი ფოტოსათვის კიდევ რამდენჯერ შეგიხედავთ? როგორი საინტერესოა ადამიანის სხეულის აგებულება, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა ცალი თვალით მაინც რომ შეგვეხედა პოპ-კულტურის ცნობილი პერსონაჟების სხეულის აგებულებისათვის. ნეტა როგორ გამოჩნდებოდა მათი ძვლების აგებულება რენტგენში გაშუქებისას. მსგავს შეკითხვას 2D არტისტი უილ ბლადი ხშირად უსვამდა საკუთარ თავს და მიხვდა, რომ საკამოდ საინტერესო იქნებოდა დაეხატა თანამედროვე პოპ-კულტურის ცნობილი პერსონაჟები, სადაც მათი სხეულის აგებულება (ჩონჩი) დანახვადი იქნებოდა. სიგიჟეა არა? არც ისე, მან არამარტო 2D-ში საკმაოდ რეალისტურად დახატა სახელგანთქმული პერსონაჟები და მათი ჩონჩხები არამედ გმირების დამახასიათებელი მკვეთრი ფერებითაც მორთო და კედელზე გამზადებულ პოსტერებად აქცია.
Bart Simpson