ბრიტანულმა სათამაშოების კომპანია Empire-მა იდრის ელბას თოჯინა გამოუშვა, რომლის სავარაუდო ღირებულება $1000-ს შეადგენს. საინტერესოა ის ფაქტი რომ სათამაშო თავის პროტოტიპს საერთოდ არ ჰგავს.
Empire საყოველთაო ქილიკისა და დაცინვის საგანი გახდა, კომპანიის წარმომადგენლებმა ფოტო მალევე აიღეს, თუმცა რამდენიმე საათი ინტერნეტ ტროლებისთვის საკმარისი აღმოჩნდა:
“გაიცანით იან მალკო, რომანი მალკოსა და იან მალკოლმის შვილი”
“იდრის ელბას თოჯინა უფრო Faithless-ის მაქსი ჯაზს ჰგავს”
“ადამიანი რომელიც ელბას თოჯინას ამზადებდა, აშკარად მოსმენის სხვა პერსონაჟს უყურებდა მუშაობისას”