სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“სამეფო კარის თამაშები” – რა მოხდა მესამე ეპიზოდში

Cinemania ავტორი Cinemania
7 აგვისტო, 2017
რუბრიკა GoT, სიახლეები
0
“სამეფო კარის თამაშები” – რა მოხდა მესამე ეპიზოდში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სამეფო კარის თამაშები, სეზონი 7, ეპიზოდი 3 “დედოფლის სამართალი”

გაფრთხილება: პოსტი შეიცავს სპოილერებს!

ვინ წარმოიდგენდა, რომ ჯონ სნოუსა და დენერის ტარგარიენის პირველი შეხვედრა ამ ეპიზოდის მესამე თუ მეოთხეხარისხოვანი ამბავი იქნებოდა? ეს ისევ და ისევ ლანისტერებმა მოახერხეს.

ეპიზოდი იწყება ჯონ სნოუს დრაკონის ქვაზე ვიზიტით. ჩრდილოეთის მეფეს და სერ დავოსს მისანდეის გარდა ძველი ნაცნობი ტირიონ ლანისტერიც ხვდება. ჩრდილოელებს იარაღის ჩაბარებას სთხოვენ. დედოფლის თანმხლებ დოთრაკს ჯონ სნოუ ალმაცერი მზერით გადასცემს თავის “გრძელ კლანჭს” და დენერისთან შესახვედრად გაემართება. გზაში ტირიონსა და ჯონს შორის საინტერესო საუბარი გაიმართება. ტირიონი სანსას მოიკითხავს და დაინტერესდება, რანაირად გახდა ღამის გუშაგი ჩრდილოეთის მეფე. ჯონი პასუხს თავს არიდებს და ამასობაში იქვე ჩაფრენილი დრაკონებიც გაუხეთქავენ გულს.

საინტერესო საუბარი იმართება ლორდ ვარისსა და მელისანდრეს შორისაც. ჯადოქარი ქალი, მიუხედავად იმისა, რომ დენერისისა და სნოუს შეხვედრა მისი იდეა იყო, ჯონთან გამოჩენას ერიდება, რადგან მეფეებთან ურთიერთობისას თავის სერიოზულ შეცდომებს აღიარებს. ვარისი ურჩევს, ვოლანტისიდან ვესტეროსში აღარ დაბრუნდეს, რაზეც მელისანდრე უპასუხებს, რომ მას ამ უცხო მიწაზე სიკვდილი ელის, ისევე როგორც ძვირფას ობობას.

მელისანდრესთან საუბრის შემდეგ ვარისი ზღვაზე მოკავშირე გრეიჯოების განადგურებული ფლოტის ნარჩენს ხედავს – ეს ნიშნავს, რომ დრაკონების დედამ საზღვაო ფლოტი ფაქტობრივად დაკარგა.

და ბოლოს და ბოლოს, ნანატრი შეხვედრაც – ქვის ტახტზე დაბრძანებული დრაკონების დედა და საკმაოდ დაბნეულ-დაძაბული ჩრდილოეთის მეფე.

მათი შეხვედრა არ გამოდგა ისეთი თბილი, როგორსაც მაყურებელი ისურვებდა, არც განსაკუთრებული მიზიდულობა დაგვინახავს (ჯერჯერობით). საუბარი ძირითადად მამა-პაპათა წარსულ ცოდვებს შეეხებოდა. დენი ჩრდილოეთის მეფისგან მუხლის მოყრას ითხოვს ისევე, როგორც ტორენ სტარკი მოიქცა ეაგონ ტარგარიენის წინაშე.

გაჯიუტებული სნოუსა და შეუვალი დენერისის მძაფრი არგუმენტების დაბალანსებას ტირიონი ცდილობს. ჯონ სნოუ თეთრი მავალების არმიის რეალურ საფრთხეს ახსენებს და ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ რკინის ტახტისთვის ბრძოლას არავითარი აზრი არ აქვს, სანამ ღამის მეფე სამხრეთისკენ მოიწევს.

ვარისის შემოსვლა დიალოგს წყვეტს – მას დედოფლისთვის ცუდი ამბავი აქვს. დედოფლის საიმედო მოკავშირეები დახოცილები და დატყვევებულები არიან.

რკინისკუნძულელთა გადარჩენილ გემზე გაქცეულ თეონს აათრევენ და ეკითხებიან, რატომ არაფერი გააკეთა დის გადასარჩენად. თეონს პასუხი არ აქვს.

სამაგიეროდ, მეფის საბიჯელშია ზეიმი: ეურონ გრეიჯოი ამაყად მიათრევს ცხენზე თოკით გამობმულ დიდგვაროვან ტყვეებს: ელარიას, გადარჩენილ ქვიშის გველს და იარა გრეიჯოის. დედოფალი კმაყოფილია და რკინის ტახტიდან ქვეშევრდომებს აუწყებს, რომ სანამ ეურონის ფლოტი ბატონობს ზღვებზე, ვესტეროსს არაფერი ემუქრება. ეურონ გრეიჯოი კვლავ ჯეიმის გასაგონად ეარშიყება დედოფალს.

შემდეგი სცენა დედოფლის სამართალია: დიახ, ვესტეროსის მოქმედი დედოფლის, და არა დრაკონების დედის. იგი ელარიას შვილს ზუსტად ისეთივე მეთოდით წამლავს, როგორც დორნელმა ქალმა მისი ქალიშვილი მირცელა მოწამლა. ელარია იძულებული იქნება, მოწამლული შვილის ნელ სიკვდილს უყუროს, მერე კი მისი ხრწნის მომსწრეც გახდება.

სამართლის ცივად აღსრულების შემდეგ ცხელი მომენტი დგება: დედოფალი თავის ძმასა და საყვარელს მოურიდებლად ეალერსება – სერსეი შვიდი სამეფოს მმართველია და რასაც უნდა იმას გააკეთებს. ნაწილობრივ ეს კომპენსაციადაც უნდა ჩაითვალოს ჯეიმის წინაშე, რომელსაც ეურონ გრეიჯოი ამცირებდა სერსეის მიმართ დამცინავი შენიშვნებით.

სერსეი დროებით დააშოშმინებს ბრავოსელ ბანკირსაც – იგი ვალების გადახდას ჰპირდება.

კვლავ დრაკონის ქვა, ტირიონისა და ჯონის საუბარი მოსალოდნელ საფრთხეებზე. ტირიონი ჯონს დახმარებას სთავაზობს და დენერისთან თავის შესანიშნავ დიპლომატიურ უნარს ამჟღავნებს. მოკავშირეების დამარცხების შემდეგ დენერის ტარგარიენი შედარებით დამთმობია – იგი ჯონ სნოუს ნებას აძლევს, რამდენიც სურს, იმდენი დრაკონის მინა წაიღოს.

ამჯერად ვინტერფელი – სანსა ზამთრის მომზადების თაობაზე გონივრულ იდეებს გასცემს და იღებს. პეტირ ბეილიში მას დაჰყვება და კომპლიმენტებს არ იშურებს. ამ დროს ბრანი ბრუნდება. სანსა თვალცრემლიანი ეხვევა ძმას, რომლის სახეზეც არავითარი ემოცია არ იკითხება:

არცაა გასაკვირი: ბრანი სამთვალა ყორანია, მას შეუძლია დაინახოს ყველაფერი, რასაც მოკვდავები ვერ ხედავენ, განჭვრიტოს წარსული და მომავალი. იგი ღამის მეფის მიერ აღიარებული მეტოქეა და ვინტერფელის ლორდობა, მიუხედავად იმისა, რომ ნედ სტარკის უკანასკნელი ვაჟი-მემკვიდრეა, მისი საქმე აღარ არის. მას მხოლოდ ჯონ სნოუსთან ლაპარაკი უნდა.

ციტადელში კი კარგი ამბებია. წინა ეპიზოდის წარმოუდგენლად ამაზრზენმა სცენამ, რაც ჯორაჰ მორმონტის კანის ათლას ასახავდა, შედეგი გამოიღო (კიდევ კარგი, თორემ ამ საშინელების გაძლებისთვის კომპენსაცია ხომ გვეკუთვნოდა) – რაინდი გამოჯანმრთელდა და სემ ტარლი, მიუხედავად იმისა, რომ მაისტერის აკრძალვა დაარღვია, შექებას იმსახურებს.

დენერისი ბრძოლის მკვეთრ მეთოდებზე გადასვლას ითხოვს. ტირიონს კასტერლის კლდის ასაღებად საგანგებო გეგმა აქვს შემუშავებული: ციხის აღების დიდებულ სცენას ტირიონის ნარატივი მიჰყვება, თუ როგორ გამოიყენებს ჯარი მის საიდუმლო არხს, რომელიც თავად ჯუჯამ გაიყვანა, რადგან ყველაზე მცირე ტანისა იყო. შეუდრეკლები მართლაც საკმაოდ იოლად იღებენ ციხეს, მაგრამ იქ იმდენი ჯარი სულაც არ ხვდებათ, რამდენსაც ელიან, გარდა ამისა, რუხი მატლი ციხიდან ზღვაზე გადახედვისას დაინახავს, რომ მათი გემები გრეიჯოის ფლოტმა გადაწვა. კასტერლის ციხე აღებულია, მაგრამ როგორც ჩანს, ლანისტერებმა ის სატყუარად გამოიყენეს.

კასტერლის კლდის დაცვის ნაცვლად ლანისტერების ძირითადი არმია ჯეიმის მეთაურობით ჰაიგარდენს უტევს და იღებს. მარცხს შეგუებული ლედი ოლენა მტერს პირისპირ, ღირსეულად ხვდება. მათი დიალოგი სერიალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდია. მოხუცი ქალბატონი საკადრისად მიდის ასპარეზიდან – უყოყმანოდ სვამს ჯეიმი ლანისტერის მიერ შეთავაზებულ საწამლავს და დალევის შემდეგ აღიარებს, რომ ჯოფრი მისი მოწამლულია.

მშვიდობით, ბრძენო ლედი ოლენა…

როგორც ვხედავთ, მოვლენები ყველა ფრონტზე იძაბება. მე-4 ეპიზოდის (“The Spoils of War”) გამოსვლამდე (6 აგვისტო) იხილეთ მისი ანონსი:

 

განხილვასამეფო კარის თამაშები
Previous Post

10 საინტერესო ფაქტი, რომელიც საყვარელი სერიალების შესახებ არ იცოდით

Next Post

ფრანგული ახალი ტალღა

Next Post
ფრანგული ახალი ტალღა

ფრანგული ახალი ტალღა

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

გასართობი

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

მარველის კინოსამყაროს მსახიობების ადრე და ახლა ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
5 სექტემბერი, 2022
0

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

50-იანი და 60-იანი წლების სტილში დახატული ცნობილი პერსონაჟები

ავტორი Cinemania
4 სექტემბერი, 2022
0

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

გაი რიჩი Hercules-ის რიმეიქს გადაიღებს და ფანები კასტის რეკომენდაციებს იძლევიან

ავტორი Cinemania
3 სექტემბერი, 2022
0

ახლა კითხულობენ

“ჯოკერის” გადაღებები დასრულდა

“ჯოკერის” გადაღებები დასრულდა

ავტორი Cinemania
18 დეკემბერი, 2018
0

ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი ამერიკის პირველ დეტექტივებზე ფილმს გადაიღებენ

ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი ამერიკის პირველ დეტექტივებზე ფილმს გადაიღებენ

ავტორი Cinemania
16 ოქტომბერი, 2017
0

ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურები, რომლებიც ონლაინ აუქციონზე 10 წლის წინ გაიყიდა

ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურები, რომლებიც ონლაინ აუქციონზე 10 წლის წინ გაიყიდა

ავტორი Cinemania
10 თებერვალი, 2021
9

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020