ქართველმა მსახიობმა სალომე დემურიამ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.
დემურიამ ჯილდო დიტო ცინცაძის ფილმში ჩაისუნთქე-ამოისუნთქე შესრულებული როლისთვის დაიმსახურა.
ცინცაძის ახალი ფილმის პრემიერა 22 ივნისს ფესტივალზე შედგა. სურათი საქართველოს, შვედეთის და რუსეთის კოპროდუქციაა.
აღსანიშნავია, რომ დისტრიბუტორებისთვის, ტელევიზიებისა და ფესტივალების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ქართული ფილმის ჩვენება შედგა. ცინცაძის ფილმი “შინდისი”, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირების რეალურ ისტორიაზე მოგვითხრობს..
შანხაის საერთაშორისო ფესტივალი 25 ივნისს დასრულდება.
წყარო: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი