ლორენ შულერ დონერი “იქს ადამიანების” ფრენჩაიზის ყველა ნაწილზე მუშაობდა. ახლა, მუტანტების სამყაროს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: მას მერე რაც Disney და Fox სტუდიები გაერთიანდნენ, სამყარო მარველის ნაწილად უნდა იქცეს. დონერი თვლის, რომ იქს-ადამიანები კევინ ფაიგის საიმედო ხელში მოხვდებიან.
დონერი და კევინი პირველ ფილმზე ერთად მუშაობდნენ და ლორენი დარწმუნებულია, რომ ფაიგი სიუჟეტს სწორ მიმართულებას შეურჩევს.
ამავდროულად, ლორენმა ზუსტად არ იცის, თუ როგორ განვითარდება იქს-ადამიანების ისტორია მარველის პროექტის ფარგლებში. ასევე ჯერ უცნობია ლოგანის როლში კვლავ ჰიუ ჯეკმანს თუ ვიხილავთ, რადგან მსახიობმა იმ ასაკს მიაღწია, როდესაც ფიზიკურად ვერ დაიტვირთება, ხოლო მისი ბუნებრივად გამხდარი სხეული ლოგანის გმირისთვის შეუსაბამოა. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მომავალ ფილმებში, ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მომავლიდან დაბრუნებული, უკვე ასაკოვანი ლოგანის როლში ვიხილოთ.