რუბი როუზი მზადაა ბეტვუმენად გარდაიქმნას.
ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდურის ვარსკვლავი პირველ კადრს გვთავაზობს მომავალი სერიალიდან. შეგახსენებთ, რომ სანამ “ბეტვუმენის” სერიალი გამოჩნდება, მანამდე ის ითამაშებს ეპიზოდურ როლებს სერიალებში ფლეში და სუპერგოგონა.
როუზის გმირს კეიტ კეინი ქვია, რომელიც სპეციალურად მომზადებული ლესბოსელი სუპერგმირია. სანამ ის ქალაქის მკვიდრთა გადარჩენაზე იფიქრებს, ჯერ საკუთარ დემონებთან შებრძოლება მოუხდება. აღსანიშნია, რომ მსახიობი რუბი როუზი ასევე ღია ლესბოსელია. მისი შავ-წითელი კოსტიუმი ოთხგზის ოსკარის მფლობელი დიზაინერის კოლინ ეტვუდის ქმნილებაა.
ფლეშში ბეტვუმენი 5 დეკემბერს გამოჩნდება, ხოლო მთავარ როლში 2019 წლიდან მოგვევლინება.