რობერტ პატინსონს ახალი რჩეული ყავს! მსახიობი და მოდელი სუკი ვოთერჰაუსი “ბინდის” ვარსკვლავთან ერთად პაპარაცებმა დააფიქსირეს.
წყვილი ლონდონში საღამოს კინოსეანსზე შენიშნეს, სადაც ისინი “მამა მია”-ს უყურებდნენ. შემდეგ კი გასეირნებაც გადაწყვიტეს და ერთმანეთს ვნებიანადაც აკოცეს.
როგორც ჩანს ყოველდღიური სტილის სამოსში გამოწყობილი მსახიობები დროს საკმაოდ მხიარულად ატარებდნენ.
“რობერტი საკმაოდ ბედნიერი ჩანდა, მას მთელი გზის განმავლობაში სუკისთვის ხელი ქონდა გადახვეული. თავად ვოთერჰაუსს პეტინსონის ხელი ეჭირა და პერიოდულად მას კოცნიდა.” – ყვება თვითმხილველი.
26 წლის სუკი წლების წინ ბრედლი კუპერს ხვდებოდა. შემდეგ წყვილი დაშორდა და სუკიმ ურთიერთობა დიეგო ლუნასთან დაიწყო.
რაც შეეხება რობერტ პატინსონს, მას ყველაზე გახმაურებული რომანი თავის პარტნიორ კრისტენ სტიუარტთან ქონდა. რამდენიმე დაშორებისა და შერიგების შემდეგ წყვილი საბოლოოდ მაინც დაშორდა და ახლა, როგორც ხედავთ პატინსონი სუკისთან სეირნობით შეიქცევს თავს.