ბოლო დღეებია ინტერნეტში რიზ უიზერსპუნის ფეხმძიმობაზე ჭორები ვრცელდება, რასაც მსახიობი სასაცილოდ გამოეხმაურა.
ჟურნალმა OK!-მ მისი და ჯენიფერ გარნერის ფოტო ერთად დაბეჭდა გარეკანზე და ამტკიცებდა, რომ ორივე მსახიობი ერთდროულადაა ფეხმძიმედ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ისინი წყილი იყვნენ და ახალშობილს ელოდებოდნენ.
ეს სასაცილო ფაქტი უიზერსპუნმა კარგად გამოიყენა, ჟურნალის ყდა ინსტაგრამზე ატვირთა, გარნერი დათაგა და შეეკითხა: “ჰეი, ჯენიფერ, აღვზარდოთ ჩვენი გამოგონილი ბავშვები ერთად?”
პოსტმა ვარსკვლავებში მხიარულება გამოიწვია და არარსებული ბავშვის ბებიობის სურვილი სარა მიშელ გელარმა გამოთქვა.
harpersbazaar.com