ანიმაციური სერიალის რიკი და მორტის ავტორებმა დენ ჰარმონმა და ჯასტინ როილანდმა Entertainment Weekly-ისთან ინტერვიუში სამეფო კარის თამაშების ფინალურ სეზონზე ისაუბრეს.
ჰარმონის აზრით ფინალური სეზონი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული, მას განსაკუთრებით მაუნთინისა და ჰაუნდის ბრძოლა მოეწონა, დეიენერისის სიუჟეტური ხაზით უკმაყოფილო მაყურებლებს კი ცინიკოსები და უმადურები უწოდა.
როილანდმა კოლეგისა და მეგობრის ნათქვამს მხარი აუბა. ერთადერთი რაც არ მოეწონა სერიების შემცირებული რაოდენობაა, მას ისტორიის უფრო ნელი ტემპებით განვითარება უნდოდა.
რაც შეეხება რიკი და მორტის მეოთხე სეზონს, პრემიერა მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი.