სამეფო კარის თამაშების და პირადი მცველის ვარსკვლავი რიჩარდ მადენი შესაძლოა მარველის კინოსამყაროს ნაწილი გახდეს.
“The Eternals“-ში უკვე დამტკიცებულები არიან როლებზე კუმელ ნანჯიანი და ანჯელინა ჯოლი. ფილმს მხედრის რეჟისორი ქლოია ჟაო გადაიღებს.
მარველის სამყაროში სელესტიალებმა დედამიწის მოსახლეობის მცირე ჯგუფზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და მათ კოსმიური ძალის ნაწილი უბოძეს. სწორედ ეს ადამიანები გახდნენ ეთერნალები (სიტყვიდან eternal- სამუდამო), ჩვენი პლანეტის დამცველები.
მეორე მხრივ სელესტიალებმა შექმნეს დევიანტები, საკუთარი მოხმარებისთვის, მაგრამ არსებებმა მუტაცია განიცადეს, ერთგვარი კულტი შექმნეს და ახლა დარწმუნებულები არიან, რომ დედამიწა მათი საკუთრებაა.
thewrap.com