88 წლის ასაკში, ლეგენდარული ქართველი რეჟისორი, გიორგი დანელია, მოსკოვში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. თებერვლის ბოლოს ის საავადმყოფოში ამ დიაგნოზით მოხვდა, ხოლო ექიმებმა ის ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაიყვანეს, სუნთქვის დასარეგულირებლად.
რეჟისორის ყველაზე ცნობილი ფილმებია: მიმინო, არ დაიდარდო, შემოდგომის მარათონი, ქინ-ძა-ძა. მის შემოქმედებაში ყველაზე მეტად ლირიზმი, სატირულობა, გროტესკულობა გვიყვარს.