სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რატომ უნდა უყუროთ Netflix-ის ახალ ჰორორ სერიალს „Ju-On: Origins“ (წყევლა: დასაწყისი)

Cinemania ავტორი Cinemania
10 ივლისი, 2020
რუბრიკა კინოგურმანი, რევიუ, საინტერესო, სიახლეები
1154
რატომ უნდა უყუროთ Netflix-ის ახალ ჰორორ სერიალს „Ju-On: Origins“ (წყევლა: დასაწყისი)
122
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„Netflix“ დიდი ხანია უკვე საკმაოდ ცნობილი კომპანიაა. მათ მიერ საკმარისზე მეტი კარგი და ხარისხიანი მხატვრული ფილმი, თუ TV შოუ იქნა გადაღებული, თუმცა ყოველ მომდევნო ჯერზე სამაუწყებლო კომპანია საკუთარ გამომწერებსა და ზოგადად მაყურებელს მაინც აოგნებს სრულიად ახალი, ნოვატორული და განსხვავებული პროექტებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ნეტფლიქსი“ ახალ სიტყვას ამბობს თანამედროვე კინემატოგრაფიაში, იგი არც ძველ და კლასიკად ქცეულ ფილმებსა და სერიალებს ივიწყებს. ნიჭიერი გუნდის დახმარებით სამაუწყებლო კომპანია გასული ათწლეულებისა, თუ საუკუნის შედევრების რიმეიკების და რებუტების გადაღებით არის დაკავებული. უბრალოდ იმის თქმას, რომ კომპანია უზარმაზარ სამუშაოს წევს და კარგ პროექტებს ქმნის, უმჯობესია არ თქვა საერთოდ არაფერი, რადგან მათი ყოველი მორიგი ქმნილება მაყურებელში მხოლოდ ერთ სურვილს აღძრავს – მეტი…

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „Netflix“ შესანიშნავად ახერხებს სხვადასხვა ცნობილი ფილმებისა თუ სერიალების რიმეიკებისა და რებუტების გადაღებას, თუმცა დღემდე იგი საშინელებათა ჟანრის პროექტებისაგან თავს შორს იჭერდა. ახლა კი ის დრო დადგა, როდესაც სამაუწყებლო გიგანტი ყველასაგან მოულოდნელად, საკუთარ პორტალზე იაპონური საკულტო ჰორორ ფრანჩიზის, „Ju-On“-ის (Grudge) მიეხდვით გადაღებული სერიალი, სახელად „Ju-On: Origins“ (წყევლა: დასაწყისი / არ აგერიოთ, „Conjuring-ისა და „Annabelle“-ის ფრანჩიზებში/) განათავსა.

„Ju-On“ ტრადიციულად მოგვითხრობს საშინელებათა ჟანრის ისტორიას, სადაც პარანორმალური მოვლენები, პოლტერგეისტი, დაწყევლილი სახლები და ნივთები ჩვეული ამბავია. ფერმკრთალი, კედლებზე მცოცავი პატარა ბავშვები, რომლებსაც მხოლოდ ცალი თვალი უჩანთ, ხსენებული კინოფრანჩიზის დამახასიათებელი ელემენტებია, თუმცა ხშირად ისმოდა შეკითხვა საიდან, როგორ ან რანაირად შეიქმნა ეს დაწყევლილი ადგილი (სახლი). ზუსტად ამ შეკითხვაზე სცემს პასუხს ნეტფლიქსის ახალი სერიალი, სადაც მოთხრობილია ხსენებული სამყაროს შექმნის საფუძვლები.

„Origins“-ი ქმნის ფრანჩიზისათვის დამახასიათებელ ლაბირინთებს, სადაც ნარატივი რამოდენიმე პერსონაჟის ირგვლივ სხვადასხვა დროსა და ლოკაციაზე მიმდინარეობს. მაყურებელი თავდაპირველად აწყდება ერთ დიდ ობობის ქსელს, რომელიც ერთი შეხედვით არეული ჩანს, თუმცა ყოველი მომდევნო ეპიზოდის დასრულებით ჩახლართული ქსელი კარგად შეკრულ თასმად იქცევა, სადაც ყველაფერი ნათელი ხდება და აშკარავდება ურთიერთდაკავშირებული სისასტიკეებისა და ოჯახური ძალადობის არაერთი ფაქტი.

Netflix Original Grudge Horror Series 'Ju-On: Origins' Drops On ...

სერიალი დაყოფილია ექვს 30 წუთიან ეპიზოდად, რომელიც ყოველი ახალი თავით სრულიად ახალ ისტორიას მოგვითხრობს. შეგახსენებთ, რომ სერიალში მოვლენები იაპონიაში ვითარდება, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ფრანჩიზის საფუძვლები ამომავალი მზის ქვეყანაში ჩაიყარა. მაყურებელი თავდაპირველად იბნევა და საკუთარ თავს შეკითხვას უსვამს, თუ როგორ შეიძლება მიმდინარე მოვლენები ერთმანეთს ლოგიკურად უკავშირდებოდეს, რაც გაურკვევლობის შეგრძნებას ტოვობს, ზუსტად ამიტომ, სერიალი თქვენგან იმაზე მეტ ყურადღებას მოთხოვს ვიდრე დასაწყისში თქვენ გგონიათ. სერიალი საკმაოდ ატმოსფერულია, რაც მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სერიალი ე.წ „Screamers“-ზე  არ აკეთებს აქცენტს, თუმცა დაძაბული სიტუაციით, გაურკვეველი და დამთრგუნველი ისტორიებითა და შემაშფოთებელი სისასტიკით (განსაკუთრებულად ბოლო ეპიზოდებში) ქმნის შიშის სრულიად ახალ ფორმულას, რომელიც ეკრანებთან მიგაჯაჭვებთ.

არ გამოტოვოთ შესააძლებლობა უყუროთ „Ju-On: Origins“ და გაიგოთ იმ საშინელი ისტორიის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს ერთი დაწყევლილი სახლის მოვლენების ირგვლივ აერთიანებს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ეპიზოდი საკმაოდ დამთრგუნველი და მძიმე საყურებელია, შესაბამისად პატარები მოარიდეთ ეკრანებს.

JU-ON: Origins' Season 1: Coming to Netflix in July 2020 ...

ასევე, შეგახსენებთ, რომ „Ju-On“-ის კინოფრანჩიზის ირგვლივ სხვადასხვა რეჟისორების მიერ განსხვავებულ პერიოდებში ჯამურად გადაღებულია 13 ფილმი, რომელთა ნახვაც შესაძლებელია adjaranet.com-ის ამ ბმულებზე.

  1. Ju-On: The Curse (2000);
  2. Ju-On: The Curse 2 (2000);
  3. Ju-On: The Grudge (2002);
  4. Ju-On: The Grudge 2 (2003);
  5. The Grudge (2004);
  6. The Grudge 2 (2006);
  7. The Grudge 3 (2009);
  8. Ju-On: White Ghost (2009);
  9. Ju-On: Black Ghost (2009);
  10. Ju-On: The Beginning of the End (2014);
  11. Ju-On: The Final Curse (2015);
  12. Sadako Vs kayako (2016);
  13. The Grudge (2020);

 

 

grudgeju-onju-on: originsNetflixნეტფლიქსისაშინელებათასერიალიწყევა: დასაწყისიწყევლაჰორორ
Previous Post

ფერადი შუშით გაცოცხლებული პოპულარული კომიქსების მთავარი გვერდები

Next Post

სახალისო „Cosplay“, რომელიც სახლის პირობებში ექსპერიმენტის ჩატარების სურვილს გაგიჩენთ

Next Post
სახალისო „Cosplay“, რომელიც სახლის პირობებში ექსპერიმენტის ჩატარების სურვილს გაგიჩენთ

სახალისო „Cosplay“, რომელიც სახლის პირობებში ექსპერიმენტის ჩატარების სურვილს გაგიჩენთ

Please login to join discussion

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

გასართობი

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ახლა კითხულობენ

5 გაკვეთილი, რაც ჯონ ვიკმა გვასწავლა

5 გაკვეთილი, რაც ჯონ ვიკმა გვასწავლა

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
536

Critics’ Choice Awards: საუკეთესო ფილმი “წყლის ფორმა” გახდა

Critics’ Choice Awards: საუკეთესო ფილმი “წყლის ფორმა” გახდა

ავტორი Cinemania
27 იანვარი, 2018
0

ალისია ვიკანდერი ლარა კროფტის როლს დაუბრუნდება

ალისია ვიკანდერი ლარა კროფტის როლს დაუბრუნდება

ავტორი Cinemania
13 აპრილი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020