როდესაც, 2019 წლის ოსკარზე მწვანე წიგნმა მთავარი ჯილდო დაიმსახურა, ექსპერტებსა და საზოგადოებაში ამ ფაქტმა დიდი უთანხმოება და ალიაქოთი გამოიწვია. ხოლო, როდესაც ამ ფილმის გადამღებმა ჯგუფმა სამადლობელო სიტყვაში ქერი ფიშერს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ყველანი უფრო დავიბენით.
მოგვიანებით, , ჩარლზ ვესლერმა, ფილმის პროდიუსერმა, რომელმაც თავის სამადლობელო სიტყვაში ახსენა ქერი ფიშერი, განმარტა, რომ ლეგენდარული მსახიობი, მისი ახლო მეგობარი იყო. ისინი ვარსკვლავური ომების მეხუთე და მეექვსე ეპიზოდებზე ერთად მუშაობდნენ. ვესლერი და ფიშერი, მსახიობის 2016 წელს უდროოდ გარდაცვალებამდე, ახლო მეგობრებად რჩებოდნენ.
ჩარლზს მეგობრისთვის პატივის მიგება სურდა და იმის აღნიშვნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქერი ფიშერის ფიგურა კინემატოგრაფიისთვის.
Cinemablend.com