სტივენ სპილბერგის შვილობილი კომპანია Amblin Television აკირა კუროსავას საკულტო კლასიკის რაშომონის ტელეადაპტაციაზე იმუშავებს.
რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის ეკრანიზაციის მოქმედება მე-19 საუკუნის იაპონიაში ვითარდება. ჯერჯერობით უცნობია რა ეპოქაში და ქვეყანაში განვითარდება მომავალი სერიალის მოქმედება. სულ 10 ეპიზოდის გადაღებაა დაგეგმილი.