წელს მარტინ სკორსეზე ნეტფლიქსისთვის “ირლანდიელს” იღებს. სკორსეზეს სახელი კი 2020 წლის დაჯილდოების სეზონზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, მაგრამ პრობლემა შემდეგშია: ნეტფლიქსი სტრიმინგ სერვისია და მისთვის კინოთეატრი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს.
ალფონსო კუარონის რომასთან მიმართებაში ნეტფლიქსი პატარა დათმობაზე წავიდა: სანამ სერვერზე განათავსებდა ფილმი კინოთეატრებში შეზღუდული ჩვენებით გაუშვა სამი კვირა. სავარაუდოდ, სკორსეზეს მსგავსი სტრატეგია არ აწყობს და ერთ-ერთი გამოცემის ინფორმაციით, რეჟისორი ნეტფლიქსთან ამ საკითხზე მუშაობს, რომ მოიპოვოს ფილმის ფართო ჩაშვების უფლება.
მსგავსი რამ კი ნეტფლის ჯერ არასდროს გაუკეთებია. თუკი კომპანიას სურს, რომ შანსები გაზარდოს ოსკარზე, მაშინ დათმობაზე უნდა წავიდეს და ჰოლივუდის კინოსტუდიების წესებით ითამაშოს. როგორც ამას მაგალითად Amazon-ი აკეთებს. თუკი ამ პირობას დათანხმდება, ნეტფლიქსს მოუწევს შემოსავლების გასაჯაროვებაც. ცნობილია, რომ კომპანია ყველანაირ სტატისტიკას თუ შემოსავალს საიდუმლოდ ინახავს.
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრიმინგ სერვისი.
theplaylist.net