რაიან რეინოლდსი რომ სოციალურ ქსელში აქტიური ხუმარაა, ეს სიახლე არავისთვისაა. ამჯერად, მსახიობმა “ნეტფლიქსის” ახალ პროექტზე მუშაობის პროცესში გადაწყვიტა, “ტრანსფორმერების” რეჟისორთან კოლაბორაციის გამოცდილებაზე ესაუბრა.
რაიანმა “ტვიტერზე” ვიდეო ატვირთა, სადაც ის ამბობს, რომ უმეტესი ადამიანისათვის მაიკლ ბეისთან მუშაობა დრაივისა და მძაფრი შეგრძნებების გამოა საინტერესო. თუმცა, თავად რაიანს აღმოჩნდა, რომ ბეისთან მუშაობა “სიმშვიდის” გამო მოსწონს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ, ვიდეო თავად იხილოთ.
.#6Underground @netflix pic.twitter.com/jPvk3PhQpf
— Ryan Reynolds (@VancityReynolds) September 19, 2018