კომპანია Paramount-ის უფროსებმა გადაწყვიტეს მაყურებლები გაეხარებინათ და მშვიდი ადგილის სიქველის თარიღი 2020 წლის 20 მარტზე გადმოწიეს (15 მაისის ნაცვლად)
ფილმის გაგრძელების რეჟისორი კვლავ ჯონ კრასინსკი იქნება. ებოტების ოჯახსაც კვლავ ვიხილავთ, ხოლო კილიან მერფი იდუმალ უცნობის როლს შეასრულებს.
მართალია, სიქველის სიუჟეტი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ ეველინი და მისი შვილები სხვა გადარჩენილებს შეხვდებიან.