1992 წლის ქენდიმენის გაგრძელებას გადაიღებენ.
ახალი ვერსიის რეჟისორი ნია დაკოსტა იქნება, პროდიუსერი – ჯორდან პილი, ხოლო მთავარი ვარსკვლავი იაჰია აბდულ-მატინ II. იაჰია ჩვენ “აქუამენით” გავიცანით.
სტუდია გაგრძელებას ახასიათებს, როგორც “სულიერი სიქველი“. ქენდიმენი სერიული მკვლელია, რომელიც ჩიკაგოს გარეუბნის მაცხოვრებლებს თავზარს სცემს.
ახალი “ქენდიმენი” 2020 წლის 12 ივნისს გამოვა. გადაღებები სავარაუდოდ, მომავალ გაზაფხულზე დაიწყება.
variety.com