ქალი-საოცრება: 1984-ის პროდიუსერი ჩარლზ როვენი გამოტყდა, რომ ახალი ფილმი ისტორიის პირდაპირი სიქველი არ იქნება. პეტი ჯენკინსი პერსონაჟზე ახალ ისტორია იღებს.
ფილმში ნაჩვენები იქნება დროის სხვა მონაკვეთი, თუმცა ყველა მიხვდება რითი იყო დაკავებული დიანა (ქალი- საოცრება) ამ შუალედურ პერიოდში. ეს სრულიად განსხვავებული ისტორია იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობ გმირებს, ბევრ იუმორსსა და გულისამაჩუყებელ, ემოციურ სცენებს მაინც უნდა ველოდოთ.
ქალი-საოცრება: 1984-ის სიუჟეტის მთავარი გმირი იქნება მილიარდერი მაქსველ ლორდი, რომელიც ღმერთების ტოლფას ძალაზე ოცნებობს. ის ეძებს უძველეს არტეფაქტს, რომელიც აღუწერელ ძალასა და გავლენას აჩუქებს. ამაში მას ისტორიკოსი ბარბარა ენ მინერვა ეხმარება, რომელიც არტეფაქტების მოძიებისას, უბედური შემთხვევის გამო გააფთრებულ ქალ ავაზად გადაიქცევა და მაქსველ ლორდის, რომელსაც ამ უბედურებაში ადანაშაულებს, მოკვლას გადაწყვეტს.
მაქსველ ლორდი დიანას დახმარებისთვის მიმართავს. თავისი ერთ-ერთი არტეფაქტის დახმარებით, ის სტივ ტრევორს გააცოცხლებს, რომელმაც წინა ფილმში სიკეთისთვის კეთილშობილურად გაწირა თავი.
kinopoisk.ru