ვარსკვლავური ომების სპინოფი სტრიმინგ სერვის “Disney+”-ზე 12 ნოემბერს გამოვა. სერიალის შოურანერი რკინის კაცის რეჟისორი ჯონ ფავროა, მისი თქმით ეპიზოდებზე მუშაობისას შთაგონების წყარო აკირა კუროსავას სამურაი-ფილმები იყო, გარდა ამისა გადასაღებ მოედანს თავად ჯორჯ ლუკასიც ეწვია. მომავალ მძაფრსიუჟეტიან შოუში მთავარ როლებს პედრო პასკალი, ჯინა კარანო და კარლ უეზერსი ასრულებენ. ინტერნეტში პირველი კადრები გამოჩნდა: