სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“პირველი ადამიანი” – დაუვიწყარი ფილმი ნილ არმსტრონგზე

Cinemania ავტორი Cinemania
15 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა კინოგურმანი, რეცენზიები, სიახლეები
0
“პირველი ადამიანი” – დაუვიწყარი ფილმი ნილ არმსტრონგზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ოთო ჯანგავაძე

 

“ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის”- ნილ არმსტრონგი.

ეკრანებზე დემიენ შაზელის ახალი ბიოგრაფიული დრამა გამოვიდა. „პირველი ადამიანი“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ამერიკელი კოსმონავტის, ნილ არმსტრონგის ისტორიას მოგვითხრობს. ასტრონავტის როლს, რომელმაც მთვარეზე პირველი ნაბიჯი გადადგა, თამამად შეიძლება ითქვას, ბრწყინვალედ ასრულებს რაიან გოსლინგი. სურათის აღმასრულებელი პროდიუსერი კი თვით სტივენ სპილბერგია.

ფილმის სიუჟეტი 1961-1969 წლებში ვითარდება და “აპოლო 11”-ის (საფრენი აპარატი, რომლის ეკიპაჟი მთვარეზე გადმოსხდა) გაფრენამდე განვლილ გზას გვიჩვენებს. თუმცა ზემოთაღნიშნული კომპონენტები უბრალო ბექგრაუნდია, რომელიც რეჟისორმა ერთი ადამიანის ტრაგედიასთან გამკლავების ისტორიას მოარგო.

სურათში ერთმანეთის პარალელურად ორი სიუჟეტური ხაზი ვითარდება. პირველში არმსტრონგი მთვარეზე გაფრენის იდეით შეპყრობილი ასტროინჟინერია, რომელიც არ ერიდება ფიზიკურ დატვირთვებს, უსასრულო მათემატიკურ გამოთვლებსა და უაღრესად საშიშ საცდელ ფრენებს. იგი არაერთ კოლეგასაც კი კარგავს, მაგრამ მთვარეზე მოგზაურობის იდეას არ ეშვება.

კადრი ფილმიდან "პირველი ადამიანი"
კადრი ფილმიდან “პირველი ადამიანი”

თითოეული ფრენის სცენა იზოლაციის, კლაუსტროფობიისა და შიშის გემოვნებიანი ნაზავია. მუსიკის გარეშე გადაღებული სცენები კოსმოსის ყოვლისმომცველ სიცარიელეს კარგად გადმოსცემს. ყურებისას იაზრებ, რომ ჯონ უილიამსისა და ჰანს ზიმერის საუნდტრეკების გარეშე კოსმოსური მოგზაურობა არც თუ ისე სახალისოა. ნათლად ხვდები, რომ სამყაროს მასშტაბით ძალიან პატარა, სუსტი და დაუცველი ხარ.

მეორე ხაზი არმსტრონგების ოჯახის წევრების პოსტტრავმატულ ურთიერთობებზეა აგებული. ფილმის დასაწყისში მათი მცირეწლოვანი უმცროსი შვილი კარენი სიმსივნესთან ბრძოლაში მარცხდება. იწყება კრიზისი, ოჯახის წევრები ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ხდებიან. მშობლები უფროს ვაჟს სათანადო ყურადღებას აღარ უთმობენ, ოჯახში ახალი სიცოცხლე იბადება, მაგრამ მამა მის მიმართაც გულგრილია, ის მხოლოდ მთვარეზე ფიქრობს. თავისებურად ებრძვის ტრავმას კლერ ფოის მიერ შთამბეჭდავად განსახიერებული არმსტრონგის ცოლის, ჯანეტის პერსონაჟი, რომელიც შვილის სიკვდილითა და ქმრის გულგრილი დამოკიდებულებით განადგურებული, სახლში მოსულ მეუღლის კოლეგებსა და მათ ცოლებს ღიმილით ხვდება. 60-იანი წლების სტანდარტული, თითქოს ნახატიდან გაცოცხლებული ცოლი, უსაზღვრო სევდასა და გულის ტკივილს ატარებს.

კლერ ფოი ფილმში "პირველი ადამიანი"
კლერ ფოი ფილმში “პირველი ადამიანი”

 ფილმის მიწურულს ორივე სიუჟეტური ხაზი დედამიწისგან ძალიან შორს, მთვარის კრატერთან იკვეთება. მთავარი გმირი კი სულიერ სიმშვიდეს იძენს და ოჯახს უბრუნდება.

შაზელმა შესძლო, უდიდესი ისტორიული მოვლენა პომპეზურობისა და იაფფასიანი პატრიოტიზმის გარეშე გადმოეცა (რაც ბოლო დროს საკმაოდ უჭირთ დიდ რეჟისორებს. შარშანდელი კრისტოფერ ნოლანის “დიუნკერკი” ამის ნათელი მაგალითია). ეს არის, პირველ რიგში, ისტორია ადამიანზე, რომლისთვისაც დაღუპული შვილისადმი სიყვარულის გამოვლინებისა და ტკივილთან შეგუების ერთადერთი გზა მთვარეზე გაფრენაა. ვინ იცის, იქნებ სწორედ ასეთმა ერთმა ადამიანმა ააშენა პირამიდა, გამოიგონა ორთქმავალი, აღმოაჩინა ამერიკა? იქნებ ამ წამს, როდესაც ამ სტატიას კითხულობ, ვიღაც საყვარელი ადამიანის გულისთვის, მარსზე გაფრენას გეგმავს? შენ მის სახელს რამდენიმე წლის შემდეგ გაიგებ, მაგრამ ვერასდროს შეიგრძნობ მის მიერ განვლილ გზას, მის მიერ გაღებულ მსხვერპლს. ბიოგრაფიული ფილმის არსი სწორედ ამ ემოციების მიღებაშია, რომლებსაც “პირველ ადამიანში” შაზელი-გოსლინგის დუეტი დიდი ოსტატობით გადმოსცემს.

სხვადასხვა მომენტებში სურათის არაერთ პერსონაჟს და ზოგადად, იმდროინდელი საზოგადოების დიდ ნაწილს ლოგიკური კითხვა უჩნდება: “რატომ უნდა გავფრინდეთ მთვარეზე?” ფილმის მიწურულს  ჯონ ფიცჯერალდ კენედი (რომელიც მთვარეზე ლაშქრობას ვერ მოესწრო) სწორედ მათ სცემს პასუხს:

“ზოგი კითხულობს, რატომ მთვარე? იგივე ადამიანები იკითხავენ, რატომ უნდა დავლაშქროთ უმაღლესი მთის მწვერვალი? 35 წლის წინ რატომ გადავიფრინეთ ატლატნიკის თავზე?…

ჩვენ ვირჩევთ მთვარეზე გაფრენას! არა იმიტომ, რომ ეს ადვილია, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ეს რთულია!”

დემიენ შაზელი, რომელმაც შარშან “ლა ლა ლენდი” გადაიღო, ვირტუოზული ოსტატობით უკვე მეორედ გვიამბობს, რომ მთავარი – სიყვარულია. ალბათ, რთული იქნება, არ დავეთანხმოთ.

კლერ ფოინილ არმსტრონგიპირველი ადამიანირაიან გოსლინგირეცენზია
Previous Post

მერლინ მონროს უცნობი ფოტოები მისი სამოდელო კარიერიდან

Next Post

"ჰელოუინის" მსახიობმა კონსულტაცია რეალურ მკვლელთან გაიარა

Next Post
“ჰელოუინის” მსახიობმა კონსულტაცია რეალურ მკვლელთან გაიარა

"ჰელოუინის" მსახიობმა კონსულტაცია რეალურ მკვლელთან გაიარა

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

გასართობი

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ახლა კითხულობენ

უილ სმიტი ფანებს არწმუნებს, რომ მისი ჯინი ცისფერი იქნება

უილ სმიტი ფანებს არწმუნებს, რომ ჯინი ცისფერი იქნება

ავტორი Cinemania
20 დეკემბერი, 2018
0

ცხოვრება ლუისთან – ჩვენი ბავშვობა

ცხოვრება ლუისთან – ჩვენი ბავშვობა

ავტორი Cinemania
28 ნოემბერი, 2018
0

“ამერიკული ოჯახის” ერთ-ერთი პერსონაჟი ახალ სეზონში მოკვდება

“ამერიკული ოჯახის” ერთ-ერთი პერსონაჟი ახალ სეზონში მოკვდება

ავტორი Cinemania
14 სექტემბერი, 2018
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020