წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ შემცირებული დროითი ბადის გამო, ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე მხოლოდ ორი სიმღერა შესრულდებოდა. ცნობილია, რომ “საუკეთესო სიმღერის“ კატეგორიაში წარდგენილი სიმღერები ყოველთვის სრულდება. ამ ფაქტმა, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, შესაბამისად, ამერიკის კინოაკადემია დათმობაზე წავიდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, იმღერებენ თუ არა თავად წარდგენილი ნომინანტები. დადასტურებულია, რომ ლედი გაგა, ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ჰადსონი იმღერებენ თავიანთ სიმღერას, უცნობია ემილი ბლანტის შემთხვევა. ის “მერი პოპინსი ბრუნდება“-ში ასრულებს სიმღერას.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოლიდარობის მიზნით ნომინანტები ერთმანეთში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ – ან ყველა იმღერებდა, ან არავინ.
variety.com