ყოველწლიურად, “ოსკარის” ნომინანტების გამოცხადებამდე 24 საათით ადრე, “ოქროს ჟოლო” ცუდთა შორის ყველაზე ცუდებს ავლენს. ამ ერთგვარი შებრუნებული ჯილდოსთვის ხმის მიცემაში, მონაწილეობას 900 კაცი იღებს, და მათ რიგებში აღმოსაჩენად გარკვეული თანხის გადახდა საკმარისია. ჯილდოს ფანებს ხმის მიცემა სხვადასხვა საიტებზე შეეძლებათ, მათ შორის Rotten Tomatoes- ზე.
წელს ნომინანტებს შორის გამოკვეთილი ლიდერი არ გვყავს. პირველი ადგილი გაინაწილეს “გოტის კოდექსმა”, “ბედნიერი პერიოდის მკვლელობებმა”, “Holmes & Watson”- მა და პოლიტიკურმა შარჟმა “ერის სიკვდილმა”. თითოეულმა ფილმმა ექვს- ექვსი ნომინაცია მიიღო.
წელს ნომინანტების სია შემდეგნაირია:
ყველაზე ცუდი ფილმი
- ვინჩესტერი
- “ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
- “გოტის კოდექსი”
- რობინ ჰუდი
- ჰოლმსი & უოტსონი
ყველაზე ცუდი ქალი მსახიობი
- ამანდა სეიფრედი -The Clapper
- ჯენიფერ გარნერი – “პიტნა”
- მელისა მაკარტი – “ბედნიერი პერიოდის მკვლელობები” და “უდიპლომო დედიკო”
- ჰელენ მირენი – “ვინჩესტერი”
- ემბერ ჰერდი – “London Fields”
ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი
- ბრიუს უილისი – სიკვდილის წყურვილი
- ჯონ ტრავოლტა – “გოტის კოდექსი”
- ჯონი დეპი – “შერლოკ გნომი” (გახმოვანება)
- დონალდ ტრამპი – “ნაციის სიკვდილი” და “ფარენგეიტი 11/9” (საკუთარ თავს თამაშობს)
- უილ ფარელი – “ჰოლმსი და უოტსონი”
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი
- ჯაზ სინკლერი – “სლენდერმენი”
- კელი პრესტონი – “გოტის კოდექსი”
- კელიენ კონუეი – “ფარენგეიტი 11/9″(საკუთარ თავს ასრულებს)
- მარსია გეი ჰარდენი – “თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი”
- მელანია ტრამპი – “ფარენგეტი 11/9″ (საკუთარ თავს ასრულებს”
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი
- ჯასტის სმიტი – “იურიული პერიოდის სამყარო: დაცემული სამეფო”
- ჯემი ფოქსი – “რობინ ჰუდი”
- ჯონ.ს რაილი – “ჰოლმსი და უოტსონი”
- ჯოელ მაკჰეილი – “ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
- ლუდაკრისი – Show Dogs
ყველაზე ცუდი საეკრანო დუეტი
- ჯონი დეპი და მისი კარიერული დაღმასვლა – “შერლოკ გნომი”
- დონალდ ტრამპი და მისი გაუთავებელი მეწვრილმანეობა – “ერის სიკვდილი” და ფარენგეიტი 11/9
- კელი პრესტონი და ჯონ ტრავოლტა – “გოტის კოდექსი”
- სათამაშოებისა და ადამიანების ნებისმიერი გაერთიანება – “ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
- უილ ფარელი და ჯონ სი რაილი – “ჰოლმსი და უოტსონი”
ყველაზე ცუდი სიქველი, შარჟი და რიმეიქი
- “სიკვდილის წყურვილი”
- “ზღვის ურჩხული”
- “რობინ ჰუდი”
- “ერის სიკვდილი”
- “ჰოლმსი და უოტსონი”
ყველაზე ცუდი რეჟისორი
- ბრაიან ჰენსონი – “ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
- ჯეიმს ფოული – “თავისუფლების 50 ელფერი”
- კევინ კონოლი – “გოტის კოდექსი”
- მაიკლ და პიტერ სპირიგები – “ვინჩესტერი”
- ეთან კოენი – “ჰოლმსი და უოტსონი”
ყველაზე ცუდი სცენარი
- “ვინჩესტერი”
- ““ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”
- “გოტის კოდექსი”
- “თავისუფლების 50 ელფერი”
- “ერის სიკვდილი”