ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალს ტელევიზიით 18,6 მილიონმა ადამიანმა უყურა. ეს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. შარშან ცერემონიალს 19,0 მილიონმა ადამიანმა უყურა. ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.
კარგი ამბავი არხ NBC-სთვის ის არის, რომ 18-დან 49 წლის ასაკის მაყურებელში შოუმ უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა, ვიდრე შარშან. წლევანდელი რეიტინგით ცერემონიალის საშუალო ქულა 5,2 გამოვიდა. შარშან ეს მაჩვენებელი 5.0 იყო.
აქვე შეგახსენებთ, ოქროს გლობუსის გუშინდელ გამარჯვებულებს.