კრისტოფერ ნოლანი ცნობილია მისი შესანიშნავი, ფილმებით. იგი იკავებდა რეჟისორის კამს ისეთ საკულტო ფილმებში, როგორებიცაა: რეალური სამყაროს „ბეტმენის ტრილოგა“, დამაბნეველი „გახსოვდეს“, შთამბეჭდავი კოსმოსრი ოდისეა – „ინტერსტელარი“ და სიზმრებში დაკარგული „დასაწყისი“… ცნობილ რეჟისორს კიდევ სხვა მრავალი, არანაკლებ ცნობილი და პოპულარული ფილმი აქვს გადაღებული, თუმცა ე.წ ჰაიპი ყოველი მისი ახალი ფილმის გამოსვლისას, წინამორბედთან შედარებით მუდმივად გაორმაგებული და გასამაგებულია.
მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი ახალი ფილმის გადაღებით არის დაკავებული და გავრცელებული ინფორმაციით ეს ბაიოპიკი იქნება. დაგეგმილი სურათი, სახელგანთქმული მეცნიერის ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ იქნება გადაღებული, რომელიც ატომური ბომბის მამად ითვლება. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ფილმი კაი ბერდის 2005 წლის პულიცერის ჯილდოს გამაჯვებული წიგნის, „American Prometheus“-ის (ამერიკელი პრომეტე) კინოადაფტაცია იქნება და ჯ. რობერ ოპენჰაიმერის ტრიუმფისა და ტრაგედიის ისტორიას შემოგვთავაზებს. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ცნობილია ბაიოპიკის პრემიერის თარიღი, რომელიც 2023 წლის 21 ივლისს შედგება. სიახლეებს შორის ასევე აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ხანგრძლივი, თითქის 20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კრისტოფერ ნოლანი და „Warner. Bros“ დაშორდნენ (დროებით თუ სამუდამოდ ეს რა თმქა უნდა უცნობია) და ახლა ნოლანს ფილმის გადაღებაში „Universal Pictures“ ეხმარება. რაც შეეხება ფილმს, თუ ნოლანის ფილმოგრაფიას ვენდობით და ამასთან ერთად ოდნავ მაინც გავერკვევით წყაროში (კაი ბერდის წიგნში) სავარაუდოდ წინ ეპიკური თრილერი გველოდება, რომელშიც მოვლენები იდუმალი და პარადოქსული ადამიანის ირგვლივ განვითარდება, სადაც ნაჩვენები იქნება ატომური ბომბის შექმნის დრამატული ისტორია, რომელმაც მსოფლიო საბოლოოდ შეცვალა. ამის ნათელი მაგალითი კი სულ ახლახანს გამოსული თიზერია, სადაც ნაჩვენებ ფილმის ძირითად პალიტრასთან ერთად (შავ-თეთრ), მიმდინარეობს უკუთვლა, რომლითაც ახალი სამყაროს დაბადება აღნინიშნება, იმ სამყაროს, რომელშიც პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოპარა, ჩვენ შემთხვევაში კი ოპენჰაიმერმა მზის ძალა…
შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა ფილმში მთავარი როლის შესრულება „ალესილი კეპების“ ვარსკვლავს კილიან მერფის ანდო, რომელთანაც უკვე არაერთხელ უმუშავია, იგივე ბეტმენის ტრილოგიაში, „დიუნკერკსა“ და „დასაწყისში“. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პროტაგონისტისა და მისი როლის შემსრულებლი მსახიობის გარდა, სხვა არაფერი იყო ცნობილი, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ „The Hollywood Reporter“-მა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ფილმს ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მსახიობები, მეტ დეიმონი, რობერტ დაუნი უმცროსი და ემილი ბლანტი შეუერთდნენ. „Edge of Tomorrow“-ს ვარსკვლავი, ოპენჰაიმერის მეუღლის, კეტრინის (კიტის) როლს შეასრულებს. მეტ დეიმონს რეჟისორმა საპასუხისმგებლო როლი ჩააბარა და მას გენერალ ლესლი გრუვზის გასახიერება მოუწევს, ადამიანის, რომელიც მანჰეტენის პროექტს (ატომური იარაღის შექმნის პროექტი) თავში ედგა და ხელმძღვანელობდა, ხოლო რაც შეეხება რობერტ დაუნი უმცროსს, მას აშშ-ს ატომური ენერგიის სამწუხაროდ ცნობილი კომისიის თავმჯდომარის, ლიუის შტრაუსის როლის შესრულება მუწევს, ადამიანის, რომელმაც თავის დროზე ოპენჰაიმერის ქვეყნის ერთგულება ეჭვქვეშ დააყენა და შესაბამისი მოსმენების ინიცირებაც მოაწყო.
ფილმის რეჟისურის გარდა ნოლანმა მეუღლესთან, ემა ტომასთან ერთად სცენარიც თავად დაწერა და გვპირდება, რომ მაყურებელს ძლიერ თრილერს შესთავაზებს, სადაც იდუმალებით მოცული ადამიანის პარადოქსული ქმედებები არაერთ გულს აჩქარებულ პულს დაუტოვებს. ასევე აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ უკვე ცნობილი ოთხი ვარსკვლავი ჯერ-ჯერობით აისბერგის მწვერვალია და მომავალში კიდევ არაერთი სახელგანთმქული არტისტის სახელისა და გვარის გაგება იქნება შესაძლებელი.
აქვე იმასაც აღვნიშნავთ. რომ კრისტოფერ ნოლანის ფილმები მუდმივად გამოირჩევა შესანიშნავი მუსიკით. თავის დროზე ამას გენიალური ჰანს ციმერი უზრუნველყოფდა, თუმცა ნოლანის უკანასკნელი ორი ფილმის კომპოზიტორი, ასევე შესანიშნავი და გამორჩეული ახალგაზრდა კომპოზიტორი ლიუდვიდ გორანსონია, რომელმაც თავის დროზე გვაჩუქა, The Mandalorian, Turning Red, The Book of Boba Fett, TeNet, Creed II, Venom, Black Panther და სხვა კომპოზიციები, ხოლო სამომავლოდ Oppenheimer, Black Panther: Wakanda Forever და Nimona კომპოზუტორიც იქნება. შესაბამისად მუსიკის თაობაზე ნამდვილად არ ექნება მაყურებელს სანერვიულო, პირიქით თუ თიზერს ვენდობით ნამდვილად დასამახსოვრებელი ხმოვანება გველის წინ…
ბაიოპიკის პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს არის დაგეგმილი, ხოლო მისი წინასწარი ბიუჯეტი 130-150 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. ქვევით მოცემული ვიდეო 20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანის ყველაზე ცნობილი სიტყვებია….
