ზაკ სნაიდერი გააგრძელებს ნეტფლიქსთან თანამშრომლობას. ამჯერად ის იმუშავებს ახალ, სკანდინავიურ მითოლოგიაზე დაფუძზნებულ, ორიგინალურ ანიმე პროექტზე. სცენარს სნაიდერი დაწერს ანიმაციების Batman: The Dark Knight Returns, Part 1, Batman: Assault on Arkham და Young Justice შემქმნელთან ჯეი ოლივასთან.
პროექტის სახელი და სიუჟეტი ჯერ-ჯერობით უცნობია. ოლივა საკუთარ თავზე რეჟისორობას და შოურანერობასაც აიღებს.
სნაიდერი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება.