ლუკას დონტის სადებიუტო ფილმს “გოგონა” ნეტფლიქსზე პრობლემები შეექმნა.
“გოგონა” გვიყვება თინეიჯერ ტრანსგენდერზე, რომელსაც ბალერინად გახდომა სურს. ფლმმა კანის კინოფესტივალზე Fipresci-ს პრიზი მიიღო. მალევე ნეტფლიქსმა ბელგიური ფილმის გავრცელების უფლებები შეიძინა. ახლა კი ირკვევა, რომ კომპანიას გადაწვეტილი აქვს ფილმიდან ის სცენა ამოჭრას, სადაც 15 წლის მთავარი როლის შემსრულებელი, ვიქტორ პოლსტერი შიშველი ჩანს.
აქამდე ნეტფლიქსი ის ადგილი იყო, სადაც შეზღუდვებს ადგილი არ ჰქონდა და ბოლო სიტყვა ყოველთვის შემქმნელებს ეკუთვნოდათ ხოლმე. მოლაპარაკებების შედეგად კომპანიამ მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ დონტის ფილმი ისევე გავა მის არხზე, როგორც კანში და ბელგიაში.
ასე რომ, სცენის ამოჭრას ადგილი აღარ ექნება.
შეგახსენებთ, რომ ფილმი წელს თბილისის მე-19 კინოფესტივალის საკონკურსო სექციაშია წარმოდგენილი.