ცოტა ხნის წინ სატელევიზიო არხმა Adult Swim საკულტო ანიმაციური სერიალის რიკის და მორტის რიგით მეოთხე სეზონის გამოსვლის თარიღად მიმდინარე წლის ნოემბერი დაასახელა. ინტერნეტ სივრცეში ძველ სტილში, “პიქსელური” ანიმირებული ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც განვლილი სეზონების საუკეთესო ეპიზოდებია გადათამაშებული.