სტივენ სპილბერგი 1961 წლის ფილმის ვესთსაიდური ამბავის რიმეიქს იღებს. რობერტ ვაისის ფილმმა თავის დროზე ოსკარის 10 ნომინაციაში გაიმარჯვა. დღეს ფილმიდან პირველი კადრიც გამოქვეყნდა.
სცენარს პულიტცერის პრემიის ლაურეატი ტონი კუშნერი დაწერს. ამ პოსტში შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი რაც ახალი ფილმის შესახებ ვიცით.
ახალ ვერსიაში ტონის როლს ანსელელგორთი შეასრულებს, მარიას როლს რეიჩელ ზეგლერი. ეს ორივე მსახიობისთვის პირველი მიუზიკლი იქნება. ფილმი 2020 წლის დეკემბერში გამოვა.