37 წლის ოსკაროსან მსახიობს ტარანტულების, ნიანგებისა და ველური ბუნების ქევაყანაში სურს. ვოგთან ინტერვიუში ნატალი პორტმანმა აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ავსტრალიის კულტურით, სტუმართმოყვარე და თბილი ხალხით. მისი თქმით, ოჯახი, რომელიც მსახიობმა ავსტრალიაში ჩაიყვანა, ასევე მოხიბლულია ქვეყნის კულტურით.
ნატალი პორტმანი, ავსტრალიაში ვოგის სააპრილო ნომრის გადარებებისთვის ჩავიდა. ერთ-ერთი აღსანიშნავი რამ, რამაც მსახიობის გული მოიგო, ფეხბურთის ქალთა გუნდების და ლიგის არსებობაა.
თავის წარსულზე აწმყოსა და მომავალზე პორტმანმა თქვა, რომ მან უკვე შეასრულა ყველა იმ პროფესიის როლი, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდა. ის იყო ბალერინა, ასტრონავტი, მომღერალი…
“ახლა შემდეგ ფილმებს ზუსტად ამის მიხედვით ავარჩევ. ალბათ შემდეგში ქალთევზას ან მეხანძრეს შევასრულებ “