შეგახსენებთ, რომ სტრიმინგ სერვისი “Netflix” ანჯეი საპკოვსკის საკულტო ფენტეზი “მხედვარის” ეკრანიზაციაზე მუშაობს. ზუსტი გამოსვლის თარიღი კვლავ უცნობი რჩება, თუმცა სერიალის შემქმნელებმა დაადასტურეს რომ პირველი სეზონი მიმდინარე წელს გამოვა.
“მხედვარის” შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, რამდენიმე თვის წინ ქსელში მთავარი გმირის გასაცნობი ვიდეო დაიდო, რომელსაც ჰენრი კავილი ანსახიერებს. ფენტეზის მოყვარულებმა შემქმნელები და მსახიობი მიწასთან გაასწორეს.