სამხრეთ ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა დაადასტურა, რომ ჯეიმს ვანის მორტალ კომბატის რიმეიქის წინასწარი წარმოება მაისში, ხოლო გადაღებები მოგვიანებით ადელაიდაში დაიწყება. მან აღნიშნა, რომ ეს ამ რეგიონისთვის ყველაზე მასშტაბური გადაღებები იქნება. მათ 580 სამუშაო ადგილი დაეთმობა.
ჯეიმს ვანი ფილმის პროდიუსერი იქნება. ფილმის ორიგინალი 1995 წელს გამოვიდა და ეყრდნობოდა მსოფლიოში ცნობილ და პოპულარულ თამაშს მორტალ კომბატს. რიმეიქის გადაღება დიდი ხანია იგეგმება და საბოლოოდ, პროექტი სულ მალე განხორციელდება.