სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

„Moon Knight“-ის ახალი კოსტიუმი, ვიდეო გადასაღები მოედნიდან და შესაძლო ბოროტმოქმედები

Cinemania ავტორი Cinemania
16 აგვისტო, 2021
რუბრიკა საინტერესო, სახალისო, სიახლეები, ფოტოები, ცნობილი ადამიანები
0
„Moon Knight“-ის ახალი კოსტიუმი, ვიდეო გადასაღები მოედნიდან და შესაძლო ბოროტმოქმედები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ უკვე არაერთხელ განვიხილეთ მარველის კინოსამყაროში მიმდინარე მოვლენები და ამასთან ერთად შევეხეთ დაგეგმილი ბლოკბასტერებისა თუ TV შოუების პრემიერის თარიღებს, ასევე როგორც მათში მონაწილე მსახიობებსა და პერსონაჟებს. კეპი, რკინის კაცი, ჰალკი, თორი და სხვა,  ის სუპერგმირიები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა თავბრუდამხვევ ისტორიებში იღებდნენ მონაწილეობას და არაერთხელ დაამარცხეს წარმოუდგენლად ძლიერი ბოროტმოქმედები.

Moon Knight' Expected To Begin Filming in November - MCUExchange

აქვე აღსანიშნავია, რომ მარველი დისნეისთან ერთად ნელ-ნელა გეგმავს არსებული სუპერგმირების ახლებით ჩანაცვლებას. მოიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი მიჯაჭვულია  ზემოხსენებულ პერსონაჟებზე, მათი ახალი გმირებით ჩანაცვლება და პერსონაჟების გადახალისება 11 წლის შემდგომ უკვე აუცილებლობასაც კი წარმოადგენს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მარველის მეოთხე და მეხუთე ფაზებისათვის არაერთი მსხვილბიუჯეტიანი ბლოკბასტერი, ტვშოუ და ანიმაციაა დაგეგმილია. მოგეხსენებათ, რომ წლის დასაწყისში ვიხილეთ „The Falcon and The Winter Soldier“ და „WandaVision“,  ხოლო „Loki“-სა და „Black Widow“-ს ყურება სულ ახლახანს დავასრულეთ. ასევე „What If?!“-ის პირველი სეზონიდან ერთი ეპიზოდი უკვე ნანახი გვაქ, ხოლო „Shang-Chi and The Legend Of The Ten Rings“-ის პრემიერა სულ მალე შედგება. თაგვის სახლის ჩანაფიქრით ახალი თუ ძველი პერსონაჟები ახალ თუ ძველ პროექტებში შემოგვთავაზებენ საკუთარ, დამოუკიდებელ ისტორიებს, როგორც ეს მარველის კინოსამყაროს დასაწყისში, 2008 წელს მოხდა და შემდგომ ეტაპობრივად ერთი დიდი საფთხის წინააღმდეგ გაერთიანდებიან. ჩვენი წინა სტატიებიდან გაიგებდით, რომ ხსენებულ ბატალიებში „Moon Knight“-იც ჩაერთვება, პერსონაჟი, რომელიც კომიქსების მოყვარულთათვის 70-იანი წლებიდან არის ცნობილი, ხოლო დანარჩენი მაყურებელი კი მას დაგეგმილი ტელესერიალიდან გაიცნობს.

შეგახსენებთ, რომ „Moon Knight“ ცნობილია, როგორც მარკ სპექტორი, ყოფილი შტატების ჯარისკაცი, რომელიც ღალატის შედეგად მოკლეს, თუმცა ეგვიპტის მთვარის ღმერთთან დადებული გარიგების შედეგად რეინკარნირებულ იქნა და ახლა ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის. პერსონაჟისა და დაგეგმილი სერიალის შესახებ ნელ-ნელა მეტი და მეტი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი, ხოლო მიმდინარე ეტაპზე სხვადასხვა სოც.ქსელებზე ვრცელდება ხანმოკლე ვიდეო „Moon Knight“-ის გადასარები მოედნიდან და ამასთან ერთად ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია მისი კოსტიუმი:

Image

როგორც ვიდეოდან ხედავთ მთვარის რაინდის კოსტიუმში გამოწყობილი, თოკებზე დაკიდებული კასკადიორი გარკვეულ ტრიუკს აკეთებს. ხსენებული ვიდეოს აუთენტურობაში მაყურებელს ეჭვი არ ეპარება და ფაქტია, რომ ხსნებული ვიდეო სერიალის „პროდაქშენის“ პერიოდშია გადაღებული, ხოლო რაც უკვე ფოტოსურათს შეეხება ფანებსა და მაყურებელს მის ლეგიტიმაციაში ეჭვი ეპარება, რადგან კოსტიუმი თითქოს და არ შეეფერება მარველის ხარისხის სტანდარტს და არ გამოირჩევა მარველისათვის დამახასიათებელი დეტალიზაციით. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ფოტოსურათი საკმაოდ დაბალი ხარისხისაა, რაც შესაბამისი დათვალიერების საშუალებას არ იძლევა, ამასთან ერთად არ შეიმჩნევა ხსენებული სუპერგმირისათვის დამახასიათებელი მოსასხამი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ უკანასკნელი უკვე მოგვიანებით ეფექტების საშუალებით დაემატება. ზოგადად მარველის ფილმების გადაღებებისას გმირების კოსტიუმების უმეტესობა გადაღებების შემდგომ CGI ეფექტების დახამრებით იძენს დეტალიზაციასა და მეტ დამაჯერებლობას. შესაბამისად, ფოტოსურათის მსგავსი წვრილმანების განხილვა და მის სხვადასხვა ასპექტებზე დავა (ნამდვილაი თუ არა) უსასრულობამდე შეიძლება , თუმცა ერთი რამ ნათელია, „Moon Knight“-ის კოსტიუმის საბოლოო ვერსია უკვე არსებულისაგან შორს ნამდვილად არ წავა.

Oscar Isaac Calls Marvel's Moon Knight a Wild Show in New BTS Video

აქვე შეგახსენებთ, რომ საწყისი ეტაპისათვის მთვარის რაინდის შესახებ დაიგეგმა ექვსი ეპიზოდისაგან შემდგარი ტელესერიალი, რომლის გადაღებებიც როგორ ხედავთ ბუდაპეშტში უკვე მიმდინარეობს. „Moon Knight“-ი მარკ სპექტორის ალტერ ეგოა, რომელიც ეგვიპტის ღმერთის, ხონშუს ნების გამტარებელია. პერსონაჟი პირველად 1975 წელს, Werewolf by Night #32-ში გამოჩნდა. მისი შემქმნელები მწერალი დაგ მოენჩი და მხატვარი დონ პერლინი არიან. ხშირად „Moon Knight“-ს Batman-ს ადარებდნენ, რადგან, როგორც ბრიუს უეინი, ასევე მარკ სპექტორი წარამტებული ბიზნესმენია. ორივეს შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ, რასაც რა თქმა უნდა გაჯეტების შექმნასა და ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ. ორივე შესანიშნავი გამომძიებელია, თუმცა მათ შორის ერთი დიდი განსხვავება მაინც რჩება, მთვარის რაინდს სუპერძალები გააჩნია და იგი ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს. რაც შეეხება ძალებს აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მას დეტექტივის არაჩვეულებირივი შესაძლებლობები გააჩნია, ასევე სრულფასოვნად ფლობს არაერთ საბრძოლო ხელოვნებასა და ცეცხსასროლ იარაღს. მას ზებუნებრივი ფიფიზკური ძალა, სიჩქარე და გამძლეობა გააჩნია, რომელთა სიმძლავეზე  მთვარის ციკლი დიდ ზეგავლენას ახდენს. კომიქსების თანახმად, პერსონაჟს „იდენტურობის დისოციაციური აშლილობა“, მარტივად რომ ვთქვათ პიროვნების გაორება აწუხებს. მას საკუთარ თავში შექმნილი ჰყავს არაერთი პიროვენბა, რომლებსაც სხვადსხვა ხასიათი გააჩნიათ, სხვადასხვა როლებს ასრულებენ და განსხვავებული საქმიანობების სპეციალისტებივ არიან.

Moon Knight': Ethan Hawke Says Oscar Isaac & "Creative Freedom" Is The Draw Of Marvel's "Lesser-Known" Character

ოსკარ აიზეკი, რომელიც „Moon Knight“-ს განასახიერებს, მარველის კინოსამყაორში მანამდეც გამოჩენილა და 2016 წელს მან „X-Men: Apocalypse“-ში , უძველესი მუტანტის, „Apocalypse“-ის როლი შეასრულა, თუმცა მისი ხსენებულ როლში ამოცნობა საკმაოდ რთული საქმეა. შესაბამისად სუპერძალების მქონე პერსონაჟების გასახიერება მსახიობისათვის რაიმე ახალი არ იქნება. თუ სერიალის წარამტებაზე ვსაუბრობთ, არაფერი გამოვა თუ მასში ძლიერი (საინტერესო და ნათელი პერსონაჟი) ბოროტმოქმედი არ გვეყოლება. ცნობილია რომ ტელესერიალში Moon Knight-ის მეტოქეს Ethan Hawk განასახიერებს. მთვარის რაინდს კომიქსებში საკმაოდ ბევრი მეტოქე ჰყვს, შესაბამისად რთულია წინასწარ თქვა თუ ვინ იქნება მთავარი ბოროტმოქმედი ხსენებულ სერიალში, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთვარის რაინდს ჰყვას რამოდენიმე კარგი მოწინააღმდეგე, რომელთა სერიალში გამოჩენა, უკანასკნელს უდაოდ უკეთესს გახდიდა:

Mister Hyde

Mister Hyde stands in front of a green sky. His hat causes shade to fall down over the top of his face, making his eyes appear as white dots. He makes our top prediction for who Ethan Hawke will be playing in Moon Knight on Disney+.

კელვინ ზაბო, მეცნიერი რომელიც შეპყრობილი იყო „ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის“ ელექსირის შექმნით და კომიქსებში მთვარის რაინდს არაერთხელ უწევდა წინააღმდეგობას. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი ტელეეკრანებზე პირველად შილდის აგენტებში ვიხილეთ, არ არის გამორიცხული, რომ მისი ახალი ვერსია ითან ჰოკის მიერ იქნას გასახიერებული. ზაბო და მისი უსაზღვრო ძალა საკმაოდ კარგ წინააღმდეგობას გაუწევს პროტაგონისტს. ასევე თუ იმასაც გავივალისწინებთ, რომ ორივე პერსონაჟს დისოციალური აშლილობა გააჩნია, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური დაპირისპირება უდაოდ საინტერესო საყურებელი იქნება.

Black Spectre

Black Spectre stands with his arms crossed. He wears armor, with red eyes peaking through his helmet and spikes on his shoulders and wrists. He makes our second choice as to who Ethan Hawke will be playing in Moon Knight on Disney+.

ხსენებული სახელით მარველის სამყაროში ორი ადამიანი, Carson Knowles და Ryan Trent იყვნენ ცნობილნი. ორივე მათგანი Moon Knight-ს უწევდნენ წინააღმდეგობას და ორივე მათგანისათვის Black Spectre ალტერ ეგოა. ფანები „The Falcon and The Winter Soldier“-სა და „WandaVision“-ში აღმოჩენილი სხვადასხვა საინტერესო დეტალებით, ხსენებულ ბოროტმოქმედს უწინასწარმეტყველებენ სერიალში გამოჩენას, თუმცა ამის გასაგებად მინიმუმ 2022-ს უნდა დაუცადოთ

Count Nefaria

Count Nefaria stands with something in his hands, it crackles with red energy. Behind him, the Avengers (Black Widow, Iron Man, Captain America) fight Mindless Ones.

Luchino Nefaria, იტალიელი დიდებულია, რომელიც საერთაშორისო კრიმინალურ სინდიკატს „Maggia“-ს ხელმძღვანელობს. მაგია ნეფარიას დახმარებით აწარმოებს ულტრა თანამედროვე იარაღს, რომელსაც შემდგომ სხვა ბოროტმოქმედებს თავაზობს. კევინ ფაიგიმ Moon Knight-ის სერიალი მიამსგავსა Indiana Jones-ს. შესაბამისად თუ გადავავლებთ თვალს, ჰარისონ ფორდის პერსონაჟსა და მის მოგზაურობებს, აღმოვაჭენთ, რომ იგი თავისი არაორდინალური თავგადასავლებისას წინააღმდეგობას სხვადასხვა სახის კრიმინალურ თუ ყოფილ სამხედრო დაჯგუფებეს უწევს, რომელსაც თავისთავად ჭკვიანი და გავლენიანი ბოროტმოქმედი მართავს. ხსენებული მსგავსებისა და პარალელის გავლება Moon Knight-სა და Count Nefaria-თანაც თამამად შეიძლება. აღნიშნული მსგავსებები რეალობისაგან არც თუ ისე შორია, რაც ბოროტმოქმედის სერიალში გამოჩენას სრულიად რეალურს ხდის.

სრულ ინფორამციას პერსონაჟის, მისი შესაძლებლობების, მიზნების, ბოროტმოქმედისა და ზოგადად შინაარსის შესახებ 2022 წელს გავიგებთ, როდესაც სერიალის პრემიერა შედგება, ხოლო შემგომ უკვე ეტაპობრივად მას მოჰყვება Ms. Marvel, Hawkeye, She-Hulk, Armor Wars და Secret Invasion. ერთი სიტყვით სამკმაოდ საინტერესო და ხალისიანი პერიოდი გველოდება წინ.

 

 

DisneyMarvelmoon knightგადასარები მოედანიდისნეივიდეოითან ჰოკიკოსტიუმიმარველიმთვარი რაინდიოსკარ აიზეკისერიალი
Previous Post

ცნობილი ადამიანები და მათი ახალგაზრდობის პროფესიები (Pt.3)

Next Post

ცნობილი ადამიანების ყველადროის საუკეთესო საჰელოუინო კოსტიუმები

Next Post
ცნობილი ადამიანების ყველადროის საუკეთესო საჰელოუინო კოსტიუმები

ცნობილი ადამიანების ყველადროის საუკეთესო საჰელოუინო კოსტიუმები

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

გასართობი

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ახლა კითხულობენ

რა გვასწავლა ჯოუისა და ჩენდლერის მეგობრობამ

რა გვასწავლა ჯოუისა და ჩენდლერის მეგობრობამ

ავტორი Cinemania
28 იანვარი, 2019
0

რა ვიცით “ჯადოსნური ცხოველების” მეორე ნაწილის შესახებ

რა ვიცით “ჯადოსნური ცხოველების” მეორე ნაწილის შესახებ

ავტორი Cinemania
11 ოქტომბერი, 2017
0

ტომი ვაისო მკვლელ-ზვიგენზე ფილმს იღებს

ტომი ვაისო მკვლელ-ზვიგენზე ფილმს იღებს

ავტორი Cinemania
10 თებერვალი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020