მიშელ ეიომ “Crazy Rich Asians“-ში შესრულებული როლისთვის შესაძლოა ოსკარის ნომინაცია დაიმსახუროს.
ფილმი კინოგაქირავებაშიც წარმატებული იყო და კრიტიკოსებმა ეიოს სამსახიობო შესრულება დადებითად დაახასიათეს. 18 წლის წინ, ეიო ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი-ში შესრულებული როლისთვის ასევე განიხილებოდა ოსკარზე. რაც შეეხება ზოგადად აზიელ მსახიობებს, უკანასკნელად ის 12 წლის წინ იყო, როცა რინკო კიკუჩიმ მიიღო ნომინაცია ფილმისთვის ბაბილონი.
მთლიანობაში აზიელი ქალი მსახიობები ოსკარის 90-წლიან ისტორიაში მხოლოდ ხუთჯერ იყვნენ ნომინირებულები.
ნომინაციის მიღების შემთხვევაში ეიო ასევე პირველი მალაიზიელი ქალი მსახიობი იქნება, რომელიც დაჯილდოებაზე მოხვდება.